Accentnews.ge
BBC: უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ახალ კალენდარზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო

BBC: უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ახალ კალენდარზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო

24/05/2023 12:46:39 მსოფლიო

უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ახალ კალენდარზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

"ამიერიდან უკრაინაში ქრისტიანები შობის დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავენ და არა ისე, როგორც ადრე - 7 იანვარს", – იუწყება BBC.

ამასთან დაკავშირებით იცვლება ზოგიერთი სხვა საეკლესიო დღესასწაულების თარიღებიც.

გამოცემის ცნობით, ახალი კალენდარი არ იმოქმედებს აღდგომასა და სამებაზე.

"ახალ კალენდარზე საბოლოოდ გადასვლის შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილებას ადგილობრივ საეკლესიო კრებაზე, საეკლესიო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოში 27 ივლისს მიიღებენ. სამრევლოები, რომლებიც უარს იტყვიან ახალი კალენდრის გამოყენებაზე, შეძლებენ ძველი თარიღების შენარჩუნებას. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი, მიტროპოლიტი ეპიფანე სახელმწიფო რელიგიური დღესასწაულების თარიღების შეცვლის საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებას მიმართავს", – იტყობინება BBC.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S