იაპონიის პრემიერი: ჩვენ ნატო–ში გაწევრიანებას არ ვგეგმავთ
24/05/2023 12:30:15 მსოფლიო
იაპონია ნატო–ში გაწევრიანებას არ გეგმავს, მაგრამ განიხილება ტოკიოში ალიანსის ოფისის გახსნის საკითხი, – ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მანამდე, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშიმასა ჰაიაშიმ აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენცია მსოფლიოს სტაბილურობაზე აისახება.
"იაპონიამ თავისი რეგიონის უსაფრთხოება უნდა გააძლიეროს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ნატო–ს წევრი არ არის, ოფისის გახსნა მხარეთა მჭიდრო თანამშრომლობის მოწმობა იქნება", – განაცხადა ჰაიაშიმ.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ტოკიოში ალიანსის ოფისის გახსნის თაობაზე მოლაპარაკებების ფაქტი დაადასტურა . მან იაპონიას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ახლო და მნიშვნელოვანი პარტნიორი უწოდა.


