საქართველოს პრეზიდენტი 31 მაისს ევროპარლამენტს მიმართავს
24/05/2023 12:00:14 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში 31 მაისს ჩავა და ევროპარლამენტს მიმართავს.
მანამდე, ადმინისტრაცია მთავრობას ბრიუსელში ვიზიტის შესახებ ნებართვის გაცემის დაგვიანებაში ადანაშაულებდა.
19 მაისს საკითხზე კომენტარი, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.
"საქართველოს პრეზიდენტს ბრიუსელში წასვლის განაცხადი დაუკმაყოფილდება. ეს საკითხი ადმინისტრაციებს შორის უნდა წყდებოდეს და ამის საჯაროდ გამოტანა არასერიოზულია", - განაცხადა პრემიერმა.


