Accentnews.ge
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

24/05/2023 11:32:34 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი კიევში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მისი ცნობით, უოლასი უკრაინელ კოლეგა ოლექსი რეზნიკოვს შეხვდა. მოლაპარაკებების შემდეგ მან განაცხადა, რომ "რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მისივე გაჩაღებულ ომში ვერ გაიმარჯვებს და ეს უნდა გააცნობიეროს".

"საერთაშორისო გაერთიანება ამ აგრესიასთან დასაპირისპირებლად უფრო ძლიერი გახდება", - აცხადებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი.

ამასთან, უოლასი პირობას დებს, რომ პარტნიორები ყოველთვის უკრაინის გვერდით იქნებიან, არა მხოლოდ აგრესიის მოგერიებაში, არამედ ომის შემდგომაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S