
ვოლკოვი: საქართველო რუსი ტურისტებისთვის რიგით მეორე ყველაზე პოპულარული ადგილი გახდა
24/05/2023 09:43:58 საზოგადოება
თურქეთის შემდეგ საქართველო რუსებისთვის დასასვენებლად და შაბათ-კვირის გასატარებლად რიგით მეორე ყველაზე პოპულარული ქვეყანა გახდა. ამის შესახებ რუსეთის სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის ეროვნული კავშირის (OSIG) პრეზიდენტი, ალექსეი ვოლკოვი აცხადებს.
მისი თქმით, საქართველოში რუს ტურისტებს იზიდავს სამზარეულო, მთები და ზღვის სანაპირო.
"საქართველო მაინც ვერ დაიკავებს თურქეთის ადგილს, ვინაიდან თურქეთში სხვა დონე და ხარისხია", – აცხადებს ვოლკოვი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ –საქართველოს შორის ფრენები 19 მაისიდან აღდგა. აღნიშნულის შემდეგ პარტნიორებმა საქართველო შესაძლო სანქციების შესახებ არაერთხელ გააფრთხილეს. საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ არც ერთი სანქცირებული რუსული კომპანია და ბორტი ქვეყანაში არ იფრენს.