Accentnews.ge
რუსულ SSJ-100-ებს, რომლებიც საქართველოშიც იფრენენ, ნავიგაციის კუთხით პრობლემები შეექმნათ

რუსულ SSJ-100-ებს, რომლებიც საქართველოშიც იფრენენ, ნავიგაციის კუთხით პრობლემები შეექმნათ

24/05/2023 08:10:27 მსოფლიო

რუსულ SSJ-100-ებს, რომლებიც საქართველოშიც იფრენენ, ნავიგაციის კუთხით პრობლემები შეექმნათ. კერძოდ, ავიაკომპანიები Sukhoi Superjet 100-ის სანავიგაციო ბაზაში არასრულ ინფორმაციასა და სისტემის ხშირ გათიშვას უჩივიან.

ხენებული პრობლემები დასავლური სანქციების ფონზე რუსული ბაზრიდან ფრანგულ მწარმოებელ Thales-ის გასვლისა და მისი პროდუქციის რუსული "Авиа-брифинг"-ისათი ჩანაცვლების შემდეგ დაიწყო, - იუწყება "Коммерсант"-ი როსავიაციაში გამართული თათბირის პროტოკოლზე დაყრდნობით.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, სანავიგაციო ბაზის გაუმართავობასთან დაკავშირებულ პრობლემებს SSJ-100-ების გამომყენებელი უკვე სამი რუსული ავიაკომპანია უჩივის, მათ შორის - "Red Wings"-ი, რომელმაც საქართველოს მიმართულებით ფრენების განხორციელების ნებართვა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ "Red Wings"-ი სანქცირებული კორპორაცია "როსტეხის" შემადგენლობაში შემავალი კომპანიაცაა და მის მიერ ჩვენს ქვეყანაში ფრენების განხორციელება საქართველოს დასავლურ სანციებსაც უქადის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S