ლუკაშენკო: "სიკვდილს ჯერ არ ვაპირებ, ადენოვირუსი მქონდა მხოლოდ"
24/05/2023 07:03:52 მსოფლიო
ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო საჯარო სივრციდან რამდენიმედღიან გაქრობას ადენოვირუსით ხსნის და ამბობს, რომ "ჯერ სიკვდილს არ აპირებს".
როგორც ლუკაშენკოს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებშია აღნიშნული, ბელარუსის ლიდერს "მკურნალობისთვის არ ეცალა", ამჟამად თავს კარგად გრძნობს და აქტიურად მუშაობს, ხოლო მისი მძიმე სენის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია" სოციალურ ქსელებში უსაქმურთა სპეკულაცია იყო".
ცნობისთვის: ლუკაშენკო, რომელიც საცხრამაისო ღონისძიებებზე მოსკოვში იყო ჩასული, აღლუმის დროს შეუძლოდ გახდა, რუსეთი დროზე ადრე დატოვა და მას შედეგ საჯარო სივრცეში არ ჩანდა.


