ევროკომისია: უნგრეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტზე ცალმხრივი შეზღუდვები არ მოხსნა
24/05/2023 06:47:00 მსოფლიო
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ უნგრეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტზე ცალმხრივი შეზღუდვები არ მოხსნა.
"ჩვენ წარმოვადგინეთ დახმარების პაკეტი იმ პირობით, რომ ცალმხრივი შეზღუდვები მოიხსნებოდა. ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ეს არ გააკეთა, არის უნგრეთი“, – განაცხადა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის პრესმდივანმა ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის საკითხებში მირიამ გარსია ფერერმა.
მისი თქმით, აპრილის ბოლოს ევროკომისია უკრაინის მეზობელ ქვეყნებთან შეთანხმდა პაკეტზე, რომელიც მას შემდეგ უნდა განხორციელებულიყო, რაც სახელმწიფოებიცალმხრივ შეზღუდვებს უკრაინიდან სოფლის მეურნეობის იმპორტის წინააღმდეგ გააუქმებდნენ.
აღნიშნული პაკეტი პოლონეთში, სლოვაკეთში, ბულგარეთში, უნგრეთსა და რუმინეთში დაზარალებული ფერმერების დახმარებას მოიცავს.


