Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი: ბახმუტი საბრძოლო მოქმედებების ერთ-ერთ ეპიცენტრად კვლავ რჩება

უკრაინის გენშტაბი: ბახმუტი საბრძოლო მოქმედებების ერთ-ერთ ეპიცენტრად კვლავ რჩება

24/05/2023 06:36:17 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ბახმუტს კვლავ ასახელებს საბრძოლო მოქმედებების ერთ-ერთ ეპიცენტრად, თუმცა აღარ ამბობს, რომ უშუალოდ ქალაქ ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება.

გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოწინააღმდეგეს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში 26 შეტაკება მოხდა. გენშტაბის განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრში ბახმუტი და მარინკა რჩებიან.

უკრაინის გენერალური შტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ბახმუტის მიმართულებით რუსული ძალების წარუმატებელი შეტევის რაიონად დასახელებულია დაბა ხრომოვო, რომელიც ქალაქ ბახმუტს დასავლეთიდან ესაზღვრება.

21 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა "ვაგნერელებს" და რუსეთის არმიის სამხედროებს "არტიომოვსკის გათავისუფლების ოპერაციის დასრულება" მიულოცა. უკრაინის ხელისუფლება ბახმუტის დაკარგვას არ ადასტურებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S