Accentnews.ge
პენტაგონი: აშშ-ის უკრაინისთვის გადაცემული ტექნიკის მესამე მხარის მიერ გამოყენების თაობაზე ნებართვა არ გაუცია

პენტაგონი: აშშ-ის უკრაინისთვის გადაცემული ტექნიკის მესამე მხარის მიერ გამოყენების თაობაზე ნებართვა არ გაუცია

24/05/2023 06:33:08 მსოფლიო

შეერთებული შტატების მთავრობას უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გადაცემული სამხედრო ტექნიკის მესამე მხარის მიერ გამოყენების თაობაზე ნებართვა არ გაუცია. ამის შესახებ პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალმა პეტ რაიდერმა განაცხადა.

მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს სოციალურ ქსელებში გავრცელებული კადრების შესახებ, რომელთა თანახმად, რუსეთის ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე შესული დაჯგუფებების წევრები ამერიკულ ჯავშანტექნიკას იყენებდნენ.

კითხვის საპასუხოდ რაიდერმა შემდეგი განაცხადა:

"ნებართვა არც აშშ-ს გაუცია და მსგავსი თხოვნა არც უკრაინის მთავრობისგან ყოფილა. რაც შეეხება ფოტო და ვიდეოკადრებს, 22 მაისს გავრცელდა პენტაგონში აფეთქების ყალბი კადრებიც, ამიტომ დასკვნების გამოსატანად ფაქტებია საჭირო".

ამერიკელი გენერლის თქმით, აშშ უკრაინას რეგულარულად ატყობინებდა, რომ მისთვის გადაცემული სამხედრო დახმარება განკუთვნილია მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიის დასაცავად.

22 მაისს ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ ოლქის ტერიტორიაზე „უკრაინის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა“ შეაღწია. კიევი ბელგოროდის ოლქზე შეტევასთან უკრაინის თავდაცვის ძალების კავშირს უარყოფს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S