
იშვიათი დაავადებების ამბულატორიული მეთვალყურეობის ნუსხას აქონდროპლაზია დაემატა
23/05/2023 17:51:43 საზოგადოება
საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილება შევიდა და იშვიათი დაავადებების ამბულატორიული მეთვალყურეობის ნუსხას აქონდროპლაზია დაემატა.
ცვლილება „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში შევიდა.
„თუკი 2023 წლის 22 მაისამდე იშვიათ დაავადებებს სახელმწიფო პროგრამით მკურნალობდნენ და აქონდროპლაზიის სინდრომი არ იყო გათვალისწინებული, გუშინ 22 მაისს, პრემიერის განკარგულებით, მას ჩვენი ბავშვების დიაგნოზი ოფიციალურად დაემატა”, – აცხადებს ორგანიზაცია „აქონდროპლაზიის მქონე ადამიანები”.