საფრანგეთის საგარეო უწყება: პარიზი მზად არის, უკრაინასთან შეათანხმოს უსაფრთხოების გარანტიების საკითხი
23/05/2023 17:16:20 მსოფლიო
საფრანგეთი აცხადებს, რომ მზად არის უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი გახდეს.
“საფრანგეთი მზად არის უკრაინასთან შეთანხმდეს უსაფრთხოების გარანტიების მიცემის შესახებ, რომლებიც საშუალებას მისცემს მას გრძელვადიან პერსპექტივაში საკუთარი თავი დაიცვას და მომავალი შესაძლო აგრესია თავიდან აიცილოს, როგორც ეს ჩვენმა ლიდერებმა 36-ე ფრანკო-ბრიტანული სამიტის ერთობლივ დეკლარაციაში დაადასტურეს”, - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადება Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ გამოქვეყნდა, რომლის თანახმად, "ნატო–ს საკვანძო წევრებმა მხარი დაუჭირეს ალიანსში გაწევრიანებამდე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემას კიევის უსაფრთხოების შეთანხმების (Kyiv Security Compact) საფუძველზე".


