რუსეთის სასამართლომ WSJ-ს ჟურნალისტს პატიმრობის ვადა 30 აგვისტომდე გაუხანგრძლივა
23/05/2023 16:49:59 მსოფლიო
რუსული მედიის ცნობით, რუსეთის სასამართლომ The Wall Street Journal-ის ჟურნალისტ ევან ჰერშკოვიჩს პატიმრობის ვადა 30 აგვისტომდე გაუხანგრძლივა.
სხდომა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, რადგან ჰერშკოვიჩის საქმის მასალები გასაიდუმლოებულია.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ჯაშუშობის ბრალდებით 30 მარტს დააკავეს. ცივი ომის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამერიკელი ჟურნალისტი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.


