Accentnews.ge
შოლცი: ომის შემდეგ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება

შოლცი: ომის შემდეგ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება

23/05/2023 15:45:39 მსოფლიო

ომის შემდეგ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება. შესაბამისი განცხადება გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა "გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის" 160-ე წლისთავზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ჩვენი კონტინენტის ისტორიაში მწარე პერიოდი, რომელიც ვლადიმირ პუტინმა შექმნა, თავისუფალი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებით დამთავრდება”, - განაცხადა შოლცმა.

მისი თქმით, "გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია" მკაფიოდ უნდა დადგეს უკრაინის მხარეს, ვინაიდან, სწორედ ყოფილი კანცლერის ვილი ბრანდტის პოლიტიკის წყალობით ევროპაში ახლა ძალის გამოუყენებლობის, საზღვრების ხელშეუხებლობის, სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის პრინციპები მუშაობს.

“ჩვენ, სოციალ-დემოკრატები, ღრმა რწმენით ვიცავთ ამ პრინციპებს”, - დასძინა შოლცმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S