Accentnews.ge
მაია სანდუ: თუ პუტინი მოლდოვაში ჩავა, მას დავაკავებთ

მაია სანდუ: თუ პუტინი მოლდოვაში ჩავა, მას დავაკავებთ

23/05/2023 14:24:12 მსოფლიო

მოლდოვა მხარს დაუჭერს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებას და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დააკავებს იმ შემთხვევაში, თუ იგი მოლდოვაში ჩავა, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ "ევრონიუსის" რუმინულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა.

"მოლდოვის რესპუბლიკამ ხელი მოაწერა შეთანხმებას სისხლის სამართლის სასამართლოს შეთანხმებას და მოლდოვა პატივს სცემს სასამართლოს გადაწყვეტილებას", -განაცხადა სანდუმ.

მისი თქმით, ახლა მოლდოვა რუსეთის სამხედრო შეჭრის რისკის წინაშე დგას, თუმცა ამაში ხელს უკრაინა უშლის.

როგორც სანდუ ამბობს, რუსეთი ახლა მოლდოვის სრულ დესტაბილიზაციას ცდილობს.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2023 წლის 17 მარტს ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა ბელოვას დაკავების ორდერები გასცა უკრაინიდან ბავშვების იძულებითი დეპორტაციის გამო. შესაბამისად, რომის სტატუტის ყველა მონაწილე ქვეყანა, ვალდებულია ჰააგას გადაწყვეტილება აღასრულოს და დააკავოს ის, ვისი დაკავების ორდერიცაა გაცემული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S