Accentnews.ge
სტოლტენბერგი: F-16–ების სამართავად უკრაინელი პილოტების გაწვრთნის გამო ნატო კონფლიქტის მხარე არ ხდება

სტოლტენბერგი: F-16–ების სამართავად უკრაინელი პილოტების გაწვრთნის გამო ნატო კონფლიქტის მხარე არ ხდება

23/05/2023 13:56:16 მსოფლიო

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ამერიკული წარმოების F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების სამართავად უკრაინელი პილოტების გაწვრთნით, ალიანსი კონფლიქტის მხარე არ ხდება.

”უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება. ჩვენ ვეხმარებით მას, დაიცვას თავი. ამით ნატო კონფლიქტის მხარე არ ხდება", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ცნობილი გახდა, რომ თეთრმა სახლმა გადაწყვიტა, დაიწყოს უკრაინელი მფრინავების მომზადება F-16 ავიაგამანადგურებლებზე, ასევე მოკავშირეებს უფლება მისცეს, ეს თვითმფრინავები კიევს გაუგზავნონ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S