Accentnews.ge
გენერალი სირსკი: უკრაინის ჯარები ბახმუტის ფლანგებზე წარმატებებს აღწევენ

გენერალი სირსკი: უკრაინის ჯარები ბახმუტის ფლანგებზე წარმატებებს აღწევენ

23/05/2023 13:02:30 მსოფლიო

უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალი, გენერალი ოლექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ უკრაინის ძალებმა უკრაინის ქალაქ ბახმუტის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებზე გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს.

„ბრძოლა გრძელდება. ჩვენი თავდაცვის ძალები წარმატებებს აღწევენ ფლანგებზე“, - წერს გენერალი სოციალურ ქსელში.

ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა აღნიშნა, რომ ქალაქში ბრძოლები შემცირდა, მაგრამ გარეუბნებში კვლავაც გრძელდება. მისი თქმით, ბახმუტში უკრაინის წინსვლა „უმნიშვნელოა“, მაგრამ რუსეთი „დიდ დანაკარგებს“ განიცდის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S