Accentnews.ge
ზელენსკიმ ფრონტის ხაზი მოინახულა

ზელენსკიმ ფრონტის ხაზი მოინახულა

23/05/2023 08:40:13 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტის ერთ-ერთ მონაკვეთზე იმყოფებოდა. ზელენსკის ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში კონკრეტული მონაკვეთი დასახელებული არ არის.

"ჩვენი დამცველები. ფრონტის წინა ხაზის განყოფილება. დიდება ყველას, ვინც უკრაინას იცავს!', – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან ფრონტის ზახი მოინახულა, რათა ჯარისკაცებს უკრაინის საზღვაო ძალების კორპუსის დღე მიულოცოს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საზღვაო ქვეითებს სახელმწიფო ჯილდოებიც გადასცა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე ვოლოდიმირ ზელენსკის ჩასვლის შესახებ ცნობებს პერიოდულად ავრცელებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S