Accentnews.ge
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ვიმუშავებთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებაზე, ეს ჩვეენთვის პრიორიტეტია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ვიმუშავებთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებაზე, ეს ჩვეენთვის პრიორიტეტია

23/05/2023 06:25:51 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მეთიუ მილერის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის თანამედროვე F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას პრიორიტეტად მიიჩნევს.

„რაც შეეხება უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებას, პრეზიდენტმა გარკვევით თქვა, რომ ჩვენ დავიწყებთ უკრაინელი სამხედროების გაწვრთნას F-16-ების მართვაში და ვიმუშავებთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებაზე“, - აღნიშნა მილერმა.

მისი თქმით, არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის ან როგორ გადაეცემა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები, ან რომელი ქვეყნებიდან.

„მაგრამ ეს ჩვენთვის პრიორიტეტულია და უახლოეს თვეებში დავიწყებთ მის განხორციელებას“, - დასძინა მან.

მისი თქმით, უკრაინელებს არ ახალისებენ, რომ თავდასხმები ქვეყნის ტერიტორიის გარეთ განახორციელონ:

„სწორედ რუსეთმა წამოიწყო ეს ომი. სწორედ რუსეთი აგრძელებს თავდასხმებს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. სწორედ რუსეთი ესხმის თავს სკოლებს, საავადმყოფოებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ასე რომ, უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ უნდა განახორციელონ თავიანთი სამხედრო ოპერაციები, მაგრამ ამ ომში აგრესორი სწორედ რუსეთია“.

აქამდე აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინისთვის F-16-ების გადაცემის წინააღმდეგი იყო და მიზეზად მფრინავების მომზადების ხანგრძლივ პერიოდს, ასევე რუსეთთან კონფლიქტის ესკალაციის რისკს ასახელებდა. როგორც თეთრ სახლში აცხადებდნენ, ამ მიდგომის მიზეზი ის იყო, რომ გამანადგურებლები უკრაინის მოსალოდნელი კონტრშეტევისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი არ იყო. თუმცა ეხლა ბაიდენის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ პირობები იცვლება.

იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ცნობილი გახდა, რომ თეთრმა სახლმა გადაწყვიტა, დაიწყოს უკრაინელი მფრინავების მომზადება F-16 ავიაგამანადგურებლებზე, ასევე მოკავშირეებს უფლება მისცეს, ეს თვითმფრინავები კიევს გაუგზავნონ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S