აშშ: "ვაგნერი" სამხედრო აღჭურვილობის გადაზიდვას მალის გავლით ცდილობს
23/05/2023 06:13:51 მსოფლიო
რუსეთის გასამხედროებული ჯგუფი "ვაგნერი" ცდილობს, დამალოს მისი ძალისხმევა უკრაინაში საბრძოლველად იარაღი უცხო ქვეყნებისგან შეისყიდოს. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა გააკეთა.
მისი თქმით, აშშ-ს აქვს ინფორმაცია, რომ "ვაგნერი" უცხოური შეიარაღების რუსეთში შეიტანას მალის გავლით ცდილობს, სადაც გასამხედროებული ჯგუფის მებრძოლები უკვე იმყოფებიან.
მილერის თქმით, აშშ-ის ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ვაგნერმა" საბოლოოდ გააფორმა უცხოეთის იარაღის შესყიდვის რაიმე ხელშეკრულება, თუმცა დასძინა, რომ "ვაშინგტონი ვითარებას ყურადღებით აკვირდება".


