Accentnews.ge
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ევაკუირებულ მოქალაქეებს სახლებში დაბრუნებას არ ურჩევს: "კონტრტერორისტული ოპერაცია გრძელდება"

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ევაკუირებულ მოქალაქეებს სახლებში დაბრუნებას არ ურჩევს: "კონტრტერორისტული ოპერაცია გრძელდება"

23/05/2023 05:45:54 მსოფლიო

რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა გრაივორონსკის რაიონიდან ევაკუირებულ მოქალაქეებს მიმართა, სახლებში დაბრუნებისგან ჯერ-ჯერობით თავი შეიკავონ, რადგან „კონტრტერორისტული ოპერაცია" კვლავ გრძელდება.

გუბერნატორის მიერ დღეს დილით, ტელეგრამ–არხზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ძალოვან სტრუქტურებთან ერთად ტერიტორიის გაწმენდას განაგრძობს“.

"ევაკუაციისას გარდაიცვალა ქალი, რომლის გარდაცვალების მიზეზი ჯერ–ჯერობით დაუდგენელია. დასახლებულ პუნქტებში, სადაც მოწინააღმდეგე შევიდა, დაჭრილია 2 მშვიდობიანი მოქალაქე", – აცხადებს გუბერნატორი.

უკრაინის ხარკოვის და სუმის ოლქებთან მოსაზღვრე გრაივორონსკის რაიონის მცხოვრებთა ევაკუაცია 22 მაისს მას შემდეგ დაიწყო, რაც ბელგოროდის გუბერნატორმა გამოაცხადა, რომ ოლქის ტერიტორიაზე შეაღწია „უკრაინის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა“ და მისი ლიკვიდაციისთვის „კონტრტერორისტული ოპერაცია“ მიმდინარეობს. უკრაინა ბელგოროდის ოლქზე შეტევასთან კავშირს უარყოფს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S