ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, დააჩქარონ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება
22/05/2023 19:34:28 მსოფლიო
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბლოკის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, დააჩქარონ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება და მონაწილეობა მიიღონ უკრაინისთვის აღჭურვილობის ერთობლივ შესყიდვაში. ამის შესახებ მან ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის დახმარება უკრაინელებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.
ბორელმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის საწვრთნელი მისიის ფარგლებში უკვე დასრულდა 15 ათასი უკრაინელი სამხედროს მომზადება და მიმდინარე წლის ბოლომდე წვრთნას კიდევ 15 ათასი გაივლის.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, ბლოკის მინისტრებმა ასევე განიხილეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი, რომელიც ფოკუსირებულია მოქმედი შეზღუდვების გვერდის ავლის აღკვეთაზე.


