Accentnews.ge
პოდოლიაკი: "უკრაინას არაფერი აქვს საერთო ბელგოროდის რეგიონში განვითარებულ მოვლენებთან"

პოდოლიაკი: "უკრაინას არაფერი აქვს საერთო ბელგოროდის რეგიონში განვითარებულ მოვლენებთან"

22/05/2023 15:59:16 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ კიევს არაფერი აქვს საერთო რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის რეგიონში განვითარებულ მოვლენებთან.

"უკრაინა ინტერესით ადევნებს თვალს რუსეთის ბელგოროდის რეგიონში განვიტარებულ მოვლენებს და სწავლობს სიტუაციას, თუმცა მასთან არაფერი აქვს საერთო. მოგეხსენებათ, რომელ რუს სამხედრო ვაჭარზე იყიდება ტანკები, ხოლო მიწისქვეშა პარტიზანული ნაწილები კვლავ რუსეთის მოქალაქეებისგან შედგება", -წერს პოდოლიაკი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის არმიის "დივერსიულმა და სადაზვერვო ჯგუფმა" რუსეთის ტერიტორიაზე შეაღწია. კრემლის ინფორმაციით, "რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ბელგოროდის ტერიტორიაზე უკრაინელი დივერსანტების შეღწევის მცდელობის შესახებ ინფორმირებულია".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S