Accentnews.ge
უკრაინული მედია - რუსები ბელგოროდს მასობრივად ტოვებენ

უკრაინული მედია - რუსები ბელგოროდს მასობრივად ტოვებენ

22/05/2023 15:55:54 მსოფლიო

რუსები მასობრივად ტოვებენ ბელგოროდს, – იუწყება უკრაინული მედია.

მისი ცნობით, ქალაქის გარეუბანში ავტომობილების კილომეტრიანი საცობებია.

როგორც უკრაინული მედია იტყობინება, ბელგოროდის მცხოვრებლები მასობრივად გარბიან ქალაქიდან, რეგიონზე თავდასხმისა და ხელისუფლების განცხადებების ფონზე, რომლებიც სასაზღვრო დასახლებებში დივერსიული ჯგუფების შესახებ იუწყებიან.

ცნობისთვის: რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის არმიის "დივერსიულმა და სადაზვერვო ჯგუფმა" რუსეთის ტერიტორიაზე შეაღწია. კრემლის ინფორმაციით, "რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ბელგოროდის ტერიტორიაზე უკრაინელი დივერსანტების შეღწევის მცდელობის შესახებ ინფორმირებულია". უკრაინა ბელგოროდის რეგიონში განვითარებულ მოვლენებთან კავშირს უარყოფს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S