Accentnews.ge
პრიგოჟინი: "ვაგნერის" მეომრები ბახმუტს 1 ივნისამდე დატოვებენ

პრიგოჟინი: "ვაგნერის" მეომრები ბახმუტს 1 ივნისამდე დატოვებენ

22/05/2023 14:54:16 მსოფლიო

რუსეთის გასამხედროებული, კერძო ჯგუფის "ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მისი მეომრები აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ბახმუტს 25 მაისიდან 1 ივნისამდე პერიოდში დატოვებენ.

22 მაისს გავრცელებულ აუდიომიმართვაში პრიგოჟინი კვლავ იმეორებს, "რომ დანგრეული ქალაქი გადაეცემა რუსეთის რეგულარულ არმიას"

"ბახმუტში რუსეთის პოზიციების შესანარჩუნებლად თავდაცვის სამინისტრომ გენერლების ქვედანაყოფი უნდა შექმნას", – დასძენს იგი.

რამდენიმე დღის წინ პრიგოჟინი აცხადებდა, რომ მისმა მებრძოლებმა ბახმუტი დაიკავეს. თუმცა კიევი ცნობას ბახმუტის დაცემაზე უარყოფს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S