აშხაბადის თხოვნის საფუძველზე თურქეთში თურქმენი ოპოზიციონერი ვლოგერი დააპატიმრეს
22/05/2023 14:24:01 მსოფლიო
თურქმენეთის საკონსულოს თხოვნის საფუძველზე სტამბოლში პოლიციამ თურქმენი ოპოზიციონერი ვლოგერი ფარჰატ მეიმანკულიევი (იგივე დურდიევი) დააპატიმრეს, – იუწყება "რადიო თავისუფლება".
როგორც გამოცემა მეიმანკულიევის კოლეგებზე დაყრდნობით იტყობინება, 30 წლის ვლოგერი 19 მაისს დააკავეს და ტუზლაში მდებარე სადეპორტაციო ცენტრში გადაიყვანეს.
კოლეგების თქმით, აშხაბადში დეპორტაციის შემთხვევაში მეიმანკულიევი შესაძლოა, თვითნებურ დაპატიმრებას და წამებას დაექვემდებაროს.
თურქმენეთი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რეპრესიული სახელმწიფოდ ითვლება.


