Accentnews.ge
რუსეთის ბელგოროდის გუბერნატორი: "უკრაინელი დივერსანტების ჯგუფმა ოლქის ტერიტორიაზე შეაღწია"

რუსეთის ბელგოროდის გუბერნატორი: "უკრაინელი დივერსანტების ჯგუფმა ოლქის ტერიტორიაზე შეაღწია"

22/05/2023 12:48:04 მსოფლიო

რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, უკრაინის არმიის "დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი" რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა.

ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით, უკრაინელები გრაივორონსკის რაიონის ტერიტორიაზე შევიდნენ, რომელიც უკრაინას ესაზღვრება.

„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები სასაზღვრო სამსახურთან, ეროვნულ გვარდიასთან და რუსეთის უსაფრთხოების სამსახურთან ერთად იღებენ აუცილებელ ზომებს მტრის ლიკვიდაციისთვის“, - განაცხადა გლადკოვმა.

მანამდე, გლადკოვმა ტელეგრამ–არხზე დაწერა, რომ რაიონი უკრაინულმა ძალებმა დაბომბეს, მაგრამ არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S