Accentnews.ge
შოლცი: უკრაინა დასავლურ იარაღს ომის შემდეგაც მიიღებს

შოლცი: უკრაინა დასავლურ იარაღს ომის შემდეგაც მიიღებს

22/05/2023 10:56:05 მსოფლიო

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინა დასავლურ იარაღს რუსეთთან ომის დასრულების შემდეგაც მიიღებს.

"მომავალში ჩვენ მოგვიწევს, ვისაუბროთ უსაფრთხოების გარანტიებზე და ეს გარანტიები მოიცავს კითხვას, თუ რამდენად შევაიარაღებთ უკრაინას მომავალში. ომის შემდეგ უკრაინა დასავლური წარმოების იარაღით აღიჭურვება", -განაცხადა შოლცმა.

მანამდე, შოლცმა განაცხადა, რომ მოკავშირე ქვეყნების განზრახვა, დაიწყონ ამერიკულ მოიერიშე თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების წვრთნა, ნათელი სიგნალია რუსეთისთვის, რომ ის გრძელვადიან ომში გამარჯვებას ვერ შეძლებს.

დასავლეთის ქვეყნებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ უკრაინას სამხედრო დახმარებას მანამ გაუწევენ, ვიდრე საჭირო იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S