Accentnews.ge
ევროკავშირმა კომპანია „მეტას“ 1,2 მილიარდი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა

ევროკავშირმა კომპანია „მეტას“ 1,2 მილიარდი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა

22/05/2023 10:43:31 მსოფლიო

ევროკავშირმა კომპანია „მეტას“ 1,2 მილიარდი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია საქმესთან, რომელიც კონფიდენციალურობისთვის მებრძოლმა ავსტრალიელმა მაქს შრემსმა აღძრა. იგი ამტკიცებს, რომ ევროკავშირის მოქალაქეების მონაცემების ამერიკისთვის გადაცემა ევროპელებს აშშ-ის მხრიდან თვალთვალისგან არ იცავს.

მონაცემთა დაცვის ირლანდიურმა კომისიამ, რომელიც ევროკავშირში "მეტას" საქმიანობას ამოწმებს, განაცხადა, რომ კომპანიამ დაარღვია ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაცია (GDPR), როცა ევროპის მოქალაქეთა პირადი მონაცემების აშშ-ში გაგზავნას განაგრძობდა.

1,2 მილიარდი ევროს ოდენობის ჯარიმა ყველაზე დიდი თანხაა, რომლითაც რომელიმე კომპანია GDPR-ის დარღვევისთვის ოდესმე დაჯარიმებულა. წინა მსხვილი ჯარიმა იყო 746 მილიონი ევრო, რომელიც 2021 წელს კომპანია Amazon-ს დაეკისრა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S