
„თიბისის“ ტექნოლოგიური განათლების პროგრამაზე, 1000-ზე მეტი უფროსკლასელი დარეგისტრირდა
22/05/2023 10:26:42 ეკონომიკა, რეკლამა
"თიბისის“ ტექნოლოგიური განათლების პროგრამაზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, ათი დღის განმავლობაში, 1000-ზე მეტი უფროსკლასელი დარეგისტრირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოკლე და გრძელვადიან კურსებზე დასასწრებად, პირველ ეტაპზე, 500 ახალგაზრდა შეირჩა.
„დღეს ტექნოლოგიებში გათვითცნობიერება, საქმიანობის ნებისმიერ სფეროში, წარმატების მიღწევის განმსაზღვრელია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ დაიწყო მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის, თანამედროვე პროფესიების შემსწავლელი, სრულად დაფინანსებული, საგანმანათლებლო პროგრამა.
მოკლე და გრძელვადიან კურსებზე დასასწრებად, პირველ ეტაპზე, 500 ახალგაზრდა შეირჩა, რომლებიც 24 მაისიდან ვებგვერდების, მოლაპარაკე პროგრამების (ჩატბოტების) და კომპიუტერული თამაშების შექმნას შეისწავლიან. პროგრამები მოიცავს ონლაინ კურსებს, ვორქშოფებს, კონკურსებს, ჰაკათონებს და სხვა წამახალისებელ-შემოქმედებით მიმართულებებს. კურსების რაოდენობა, მათი შინაარსის მრავალფეროვნება და ადგილების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.
„თიბისის“ განათლების პროექტი ხორციელდება ჯეოლაბის, უნილაბის, ექსპლორიუმის, USAID-ისა და PH International-ის პარტნიორობით.
ამ ეტაპისთვის გაზაფხული-ზაფხულის ნაკადი სრულად შევსებულია. კურსებზე მიღება შემოდგომიდან განახლდება.
აღნიშნული სასწავლო პროგრამების განხორციელებით, „თიბისის“ მიზანია, ხარისხიანი საბაზისო ცოდნა მისცეს უფროსკლასელებს შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.