რაფაელ გროსი: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გარე ქსელიდან გაითიშა, უსაფრთხოების მდგომარეობა უკიდურესად დაუცველია
22/05/2023 10:03:07 მსოფლიო
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი აცხადებს, რომ უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური "უკიდურესად დაუცველ" მდგომარეობაშია.
მისი ინფორმაციით, ატომური ელექტროსადგურის კავშირი ელექტროენერგიის გარე ქსელთან კვლავ გაითიშა.
"უნდა შევთანხმდეთ, ახლავე დავიცვათ ელექტროსადგური, ეს მდგომარეობა არ შეიძლება გაგრძელდეს", - განაცხადა რაფაელ გროსიმ.
ეს ქსელიდან გათიშვის რიგით მეშვიდე შემთხვევაა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რის გამოც ელექტროსადგურს ელექტროენერგია დიზელის საწვავზე მომუშავე გენერატორებიდან მიეწოდება.


