
პარლამენტის პრეს–სამსახურის უფროსი „იმედის“ საინფორმაციო სამსახურს უხელმძღვანელებს
22/05/2023 09:54:49 საზოგადოება
საქართველოს პარლამენტის პრეს–სამსახურის უფროსი მიშა ფეიქრიშვილი ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახურს უხელმძღვანელებს. როგორც მან "რადიო თავისუფლებას" განუცხადა, მუშაობას დღეიდან იწყებს.
"დავუბრუნდი ჩემს პროფესიას", - ასე პასუხობს იგი კითხვას, რატომ დასთანხმდა ტელეკომპანიის შეთავაზებას.
მიშა ფეიქრიშვილი 2019 წლიდან 2021 წლამდე პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი იყო, 2021 წლიდან კი პარლამენტის პრეს–სამსახურის უფროსი გახდა, როცა ამ თანამდებობაზე მყოფი მაგდა ანიკაშვილი ასევე ტელეკომპანია "იმედში" დასაქმდა. ბოლო [2022 წლის იანვარი-მარტი] მედიამონიტორინგის შედეგებით, რომელიც საქართველოს ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ ჩაატარა, "იმედი" ხელისუფლების მიმართ მიკერძოებით გამორჩეული არხია".
ფეიქრიშვილი წლების წინ მუშაობდა "რადიო იმედში", შემდეგ იყო ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტი. იგი ასევე საქმიანობდა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველ არხზე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრეს–სამსახურში.