
ძიუდოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ლუკა მაისურაძის სახლი გაქურდეს
22/05/2023 09:33:23 საზოგადოება
ძიუდოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ლუკა მაისურაძის სახლი გაქურდეს. ხაშურის სპორტის ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა.
მისი ცნობით, წაღებულია ძვირფასი ნივთი და რამდენიმე ასეული ლარი.
ხაშურში მდებარე სახლი მაშინ გაქურდეს, როცა მაისურაძის ოჯახი ქალაქის ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა და მსოფლიო ჩემპიონობას აღნიშნავდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.