Accentnews.ge
კანონპროექტის მიხედვით, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა 9-დან 11-მდე იზრდება

კანონპროექტის მიხედვით, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა 9-დან 11-მდე იზრდება

22/05/2023 08:53:26 საზოგადოება

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვით, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა 9-დან 11-მდე იზრდება.

ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცვლილებები შემდეგი მიმართულებით იგეგმება:

  • კანონპროექტის მიხედვით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიას უფლებამოსილება ენიჭება, სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებიდან ორი კანდიდატი პარლამენტს წარუდგინოს.
  • პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის დამდგენი ჩანაწერი „არაუმეტეს ექვსი წელი“ იცვლება ჩანაწერით „ექვსი წელი“.
  • ასევე, ცვლილებებით, უქმდება ერთი და იმავე პირის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ერთ ვადაზე მეტი ხნით არჩევის აკრძალვა.
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადები იზრდება სამი წლიდან ექვს წლამდე.
  • იცვლება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნები. კერძოდ, აღნიშნული საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამდგენი ნორმა ყალიბდება შემდეგი სახით: გენერალური დირექტორობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება და მაუწყებელში ან ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ ხუთი წლის გამოცდილება.
  • საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკისრება ვალდებულება, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის არანაკლებ 10%-ის ოდენობით, მიმართოს ქართული მხატვრული ტელეფილმების, ქართული დოკუმენტური ტელეფილმებისა და ქართული ტელესერიალების დაფინანსების მიზნით (მათ შორის, თანადაფინანსების მიზნით), სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისა და საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის პოპულარიზაციისთვის.

კანონპროექტის ინიციატორები პარლამენტის წევრები რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, დავით სონღულაშვილი, ანტონ ობოლაშვილი და ალუდა ღუდუშაურია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S