Accentnews.ge
ევროპარლამენტის პრეზიდენტი – კიშინიოვში ქვეყნის პროდასავლური მთავრობის მხარდასაჭერად შეკრებილებს: "მოლდოვა ევროინტეგრაციისთვის უკვე მზადაა"

ევროპარლამენტის პრეზიდენტი – კიშინიოვში ქვეყნის პროდასავლური მთავრობის მხარდასაჭერად შეკრებილებს: "მოლდოვა ევროინტეგრაციისთვის უკვე მზადაა"

22/05/2023 08:30:36 მსოფლიო

მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში ქვეყნის პროდასავლური მთავრობის მხარდასაჭერად ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეებს, მათ შორის მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ მიმართეს.

„მოლდოვას არ სურს კრემლის მხრიდან დაშანტაჟებული იყოს. მოვედით იმისთვის, რომ ხმამაღლა, თავდაჯერებულად და ამაყად გვეთქვა : მოლდოველები ევროპელები არიან! ეს არის ჩვენი ხალხის შანსი, იცხოვროს მშვიდობიანად და კეთილდღეობაში“, - განაცხადა მაია სანდუმ.

დემონსტრანტებს მეცოლამაც მიმართა და აღნიშნა, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაერთიანებისთვის უკვე მზადაა:

„ევროკავშირმა უნდა მიიღოს მოლდოვა გაშლილი ხელებითა და გულით. ის უკვე მზადაა ევროინტეგრაციისთვის. ეს ჩვენ ორივეს გვეხება: თქვენ ევროპას გააძლიერებთ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S