Accentnews.ge
ბრიტანული დაზვერვა: "რუსეთი უკრაინაზე თავდასხმებისთვის ელიტარულ ავიაჯგუფს ქმნის"

ბრიტანული დაზვერვა: "რუსეთი უკრაინაზე თავდასხმებისთვის ელიტარულ ავიაჯგუფს ქმნის"

22/05/2023 07:28:13 მსოფლიო

ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ცნობით, "რუსეთი უკრაინაზე თავდასხმებისთვის ელიტარულ ავიაჯგუფს ქმნის".

"ქვედანაყოფი, სახელწოდებით „შტორმი“, სავარაუდოდ, მოიცავს Su-24 FENCER და Su-34 FULLBACK ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენების მინიმუმ, ერთ ესკადრონს და თავდასხმის ვერტმფრენების ესკადრონს", – აცხადებს უწყება.

როგორც დაზვერვის სამსახურის იტყობინება, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სურს, მოიზიდოს მაღალკვალიფიციური მფრინავები დიდი ანაზღაურების შეთავაზებით და პენსიაზე გასული პილოტები დაიქირაოს.

„ჯგუფის შექმნა მიუთითებს, რომ რუსეთის რეგულარულმა საჰაერო ძალების ესკადრონებმა უკრაინის პოზიციებზე საჰაერო თავდასხმების განხორციელების ძირითადი ფუნქციის შესრულება სათანადოდ ვერ შეძლეს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S