უკრაინის საჰაერო ძალები – განადგურებულია მტრის 20 "დრონი" და 4 რაკეტა
22/05/2023 06:46:27 მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქ დნიპროზე წუხანდელი თავდასხმისთვის სხვადასხვა ტიპის 16 რაკეტა და 20 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს.
სარდლობის ცნობით, დარტყმები სამხედრო და ინფრასტრუქტურის ობიექტებზე განხორციელდა.
საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 20-ივე "დრონი" და 4 ფრთოსანი რაკეტა.
დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, რუსეთის თავდასხმის შედეგად, ქალაქ დნიპროსა და დნიპროს რაიონში 8 ადამიანი დაიჭრა. დაზიანებულია სამაშველო სამსახურის შენობები, საწარმო, 3 კერძო და 9 მრავალსართულიანი სახლი, საბავშვო ბაღი, მაღაზია და ათეულობით ავტომანქანა.


