იაპონია უკრაინას, მათ შორის 100 სამხედრო მანქანას და საკვების კომპლექტებს გადასცემს
22/05/2023 06:25:06 მსოფლიო
იაპონიის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას განცხადებით, ქვეყანა უკრაინას 100 სამხედრო მანქანას და 30 000 სურსათის კომპლექტს გაუგზავნის.
როგორც მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ იაპონიას ასევე შეუძლია, მიიღოს დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცები.
გარდა ამისა, იაპონიის პრემიერ-მინისტრის თქმით, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ბანკი დააზღვევს 674 მილიონი დოლარის ობლიგაციებს პოლონეთში უკრაინელო ლტოლვილების მხარდასაჭერად. ამასთან, მან აღნიშნა, რომ იაპონია უკრაინის რეკონსტრუქციისთვის 7.6 მილიარდი დოლარის გამოყოფას გეგმავს.
მანამდე, 11 მაისს, იაპონიის ფინანსთა მინისტრმა შუნიჩი სუზუკიმ გამოაცხადა 1 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარების თაობაზე უკრაინის მეზობელი ქვეყნებისთვის, რომლებმაც უკრაინელი ლტოლვილები მიიღეს. მარტის ბოლოს ტოკიომ აღნიშნა, რომ უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად 400 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტს გამოუყოფდა.


