Accentnews.ge
აშშ–ში რუსეთის ელჩი ვაშინგტონს აფრთხილებს

აშშ–ში რუსეთის ელჩი ვაშინგტონს აფრთხილებს

22/05/2023 06:13:32 მსოფლიო

მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს უკრაინელი მფრინავების მომზადებას ამერიკული წარმოების F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე, აშშ–ში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა ვაშინგტონი გააფრთხილა.

მისი თქმით, ყირიმზე ნებისმიერი დარტყმა ნატო–ს მიერ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმად ჩაითვლება.

"ყველა სპეციალისტმა იცის, რომ უკრაინაში F-16-ების გამოყენებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა არ არსებობს და არც მფრინავებისა და ტექნიკური პერსონალის სათანადო რაოდენობაა. რა მოხდება, თუ ამერიკელი F-16-ები ნატო–ს აეროდრომებიდან აფრინდებიან, რომლებსაც უცხოელი „მოხალისეები“ ემსახურებიან? მინდა, გავაფრთხილო აშშ–ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ყირიმზე დარტყმა განიხილება, როგორც თავდასხმა რუსეთის ფედერაციის ნებისმიერ სხვა რეგიონზე. მნიშვნელოვანია, რომ შეერთებული შტატები კარგად აცნობიერებდეს რუსეთის პასუხს",– აცხადებს ელჩი.

იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ცნობილი გახდა, რომ თეთრმა სახლმა მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს უკრაინელი მფრინავების მომზადება F-16 ავიაგამანადგურებლებზე, ასევე მოკავშირეებს უფლება მისცეს, ეს თვითმფრინავები კიევს გაუგზავნონ.

გუშინ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა აღნიშნა, რომ აშშ მხარს დაუჭერს საერთაშორისო ძალისხმევას თანამედროვე ავიაგამანადგურებლებისთვის უკრაინელი მფრინავების მომზადების საქმეში, მაგრამ გაიგზავნება თუ არა ეს თვითმფრინავები პირდაპირ შეერთებული შტატებიდან უკრაინაში ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S