Accentnews.ge
სალივანი: აშშ–ის უკრაინისთვის F-16–ების გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილება ჯერ–ჯერობით არ მიუღია

სალივანი: აშშ–ის უკრაინისთვის F-16–ების გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილება ჯერ–ჯერობით არ მიუღია

22/05/2023 05:30:36 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინისთვის F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილება ჯერ–ჯერობით არ მიუღია.

როგორც მან აღნიშნა, აშშ მხარს დაუჭერს საერთაშორისო ძალისხმევას თანამედროვე ავიაგამანადგურებლებისთვის უკრაინელი მფრინავების მომზადების საქმეში, მაგრამ გაიგზავნება თუ არა ეს თვითმფრინავები პირდაპირ შეერთებული შტატებიდან უკრაინაში ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის.

"შესაძლოა, ჩვენ უფრო მეტად გავამახვილოთ ყურადღება მესამე მხარის მიერ გადაცემაზე, თუმცა პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია", განაცხადა სალივანმა.

აქამდე აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინისთვის F-16-ების გადაცემის წინააღმდეგი იყო და მიზეზად მფრინავების მომზადების ხანგრძლივ პერიოდს, ასევე რუსეთთან კონფლიქტის ესკალაციის რისკს ასახელებდა. ამ მიდგომის მიზეზი, სალივანის თქმით, ისაა, რომ გამანადგურებლები უკრაინის მოსალოდნელი კონტრშეტევისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი არ იყო.

"თუმცა პირობები იცვლება", დასძინა მან.

იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ცნობილი გახდა, რომ თეთრმა სახლმა გადაწყვიტა, დაიწყოს უკრაინელი მფრინავების მომზადება F-16 ავიაგამანადგურებლებზე, ასევე მოკავშირეებს უფლება მისცეს, ეს თვითმფრინავები კიევს გაუგზავნონ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S