Accentnews.ge
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში კვლავ მიიტანა

რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში კვლავ მიიტანა

22/05/2023 05:16:44 მსოფლიო

რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში კვლავ მიიტანა. უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე წუხელ გამოცხადებული საჰაერო განგაში დღეს დილის 6 საათამდე გაგრძელდა.

განგაში ღამის 3 საათისთვის კიევიდან დაიწყო და დაახლოებით ერთ საათში უკრაინის ყველა ოლქი მოიცვა.

რაკეტებით და დრონებით თავდასხმის მოსაგერიებლად საჰაერო თავდაცვის სისტემა იყო ამოქმედებული.

უკრაინული წყაროებით გავრცელებული ცნობებით, ყველაზე მეტი აფეთქება ქალაქ დნიპროში მოხდა. დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი ლისაკმა ტელეგრამ–არხზე დაწერა, რომ თავდაცვის ძალების წყალობით შეტევას გაუძლეს და დეტალები მოგვიანებით გამოქვეყნდება. აფეთქებები იყო ქალაქ ზაპოროჟიეშიც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S