Accentnews.ge
გუტერეში: მოვიდა გაეროს რეფორმირების დრო

გუტერეში: მოვიდა გაეროს რეფორმირების დრო

21/05/2023 12:30:02 მსოფლიო

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა ჰიროსიმაში „დიდი შვიდეულის“ (G7) სამიტზე განაცხადა, რომ საჭიროდ მიიჩნევს გაეროს უშიშროების საბჭოსა და ბრეტონ-ვუდსის სისტემის რეფორმირებას..

მისი თქმით, ეს ინსტიტუტები შეესაბამებოდა მსოფლიო წესრიგს მათი ფორმირების დროს – 1945 წელს, მაგრამ დღეს მოძველებული და არაეფექტურია.

„გლობალური ფინანსური არქიტექტურა მოძველებული, დისფუნქციური და უსამართლოა,“ თქვა გაეროს ხელმძღვანელმა. „Covid-19-ის პანდემიისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ეკონომიკური კრიზისის პირისპირ, მან ვერ შეასრულა თავისი ძირითადი ფუნქცია და ვერ შეძლო ყოფილიყო მსოფლიოსთვის უსაფრთხოების ბადე,“ თქვა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

გუტერეშმა ადრე უკვე გააკრიტიკა ორგანიზაციის სტრუქტურა, რომელსაც ის ხელმძღვანელობს. „მე ძალიან მკაფიოდ ვიტყვი: უშიშროების საბჭომ ვერ შეძლო ყველაფერი გაეკეთებინა ამ ომის თავიდან ასაცილებლად და დასასრულებლად. ეს იწვევს დიდ იმედგაცრუებას და აღშფოთებას,“ თქვა მან 2022 წლის აპრილში კიევში ვიზიტის დროს.

გაეროს უშიშროების საბჭო დაარსდა 1945 წელს. გაეროს წესდების თანახმად, მასში გადაწყვეტილებები მიიღება ყველა წევრი ქვეყნის თანხმობის საფუძველზე. მათ შორისაა ხუთი მუდმივი წევრი - აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი და ჩინეთი - და 10 არამუდმივი წევრი. ბოლო დროს რუსეთმა არაერთხელ გამოიყენა ვეტოს უფლება, დაბლოკა მისთვის არახელსაყრელი წინადადებები, რომლებიც საერთაშორისო თანამეგობრობამ წამოაყენა.

2022 წლის დეკემბერში უკრაინა გამოვიდა მოწოდებით, რუსეთს ჩამოერთვას უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსი და გაირიცხოს გაეროდან. თუმცა, გაეროს მოქმედი წესდების თანახმად, ეს შეუძლებელია თავად რუსეთის თანხმობის გარეშე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S