Accentnews.ge
სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებს

სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებს

20/05/2023 09:17:12 საზოგადოება

სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ტერიტორიაზე დაძაბული ვითარებაა.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტებმა სასტუმროდან გამოსულ მიკროავტობუსებს კვერცხები დაუშინეს შეძახილებით: „რუსების ადგილი საქართველოში არ არის“.

როგორც ადგილიდან ტელეკომპანია "პირველის" კორესპონდენტი იუწყება, ყვარლის ტერიტორიაზე სიგნალების ჩამხშობი მოწყობილობები აამუშავეს, ხოლო მის ოპერატორს სამართალდამცველებმა ჩამოართვეს მობილური ტელეფონი, რომლითაც პირდაპირ ჩართვას ახორციელებდა.

სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებაა, მათ შორის ადგილზე იმყოფებიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.

19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შვილი ეკატერინა ლავროვა ქმართან ალექსანდრ ვინოკუროვასთან ერთად ყვარელში, სასტუმრო „ყვარლის ტბის" კომპლექსში იმყოფებოდა, სადაც ეკატერინა ლავროვას მაზლის ქორწილია დაგეგმილი.

ეს ინფორმაცია უარყო სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციამ.

„გვსურს გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც მედიაში ვრცელდება! ვაცხადებთ, რომ ლავროვის შვილის სტუმრობა „ყვარლის ტბაზე“ არ შეესაბამება სიმართლეს, არც ლავროვის გვარით გვიფიქსირდება სტუმარი და არც აქამდე დაფიქსირებულა. სამწუხაროდ მედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს!“, - ნათქვამია ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს დილიდან სასტუმროსთან აქცია იმართება. ადგილზე, მათ შორის ოპოზიტიური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S