Accentnews.ge
„ყვარლის ტბის“ ადმინისტრაცია ლავროვის ოჯახის მასპინძლობას უარყოფს

„ყვარლის ტბის“ ადმინისტრაცია ლავროვის ოჯახის მასპინძლობას უარყოფს

19/05/2023 19:38:19 საზოგადოება

სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ლავროვის გვარით სასტუმროში სტუმარი არ ფიქსირდება და არც აქამდე დაფიქსირებულა.

„სამწუხაროდ, მედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს!“, - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სერგეი ლავროვის შვილი საქართველოში იმყოფება და რომ სასტუმრო „ყვარლის ტბას" სტუმრობს.

მათივე ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება. საუბარია ლავროვის სიძის – ალექსანდრე ვინოკუროვის ძმის ქორწილზე.

"მთავარი არხის" ჟურნალისტი Kvareli Lake Resort-ს ტელეფონით დაუკავშირდა და მათ ყვავილების მაღაზიის წარმომადგენლად გაეცნო. ჟურნალისტმა სასტუმროს წარმომადგენელს უთხრა, რომ ეკატერინა ლავროვას სახელზე თაიგული არის შეკვეთილი და დაინტერესდა, სტუმარი იმყოფება თუ არა ადგილზე. მას სასტუმროს წარმომადგენელი პასუხობს, რომ თაიგული სწორად მიაქვთ.

ცნობისთვის: ლავროვის ოჯახი დასავლური სანქციების ქვეშაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S