Accentnews.ge
პარლამენტთან რამდენიმე ინციდენტი მოხდა

პარლამენტთან რამდენიმე ინციდენტი მოხდა

19/05/2023 19:29:28 საზოგადოება

პარლამენტთან აქციის მონაწილეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის სამედიცინო ბრიგადამ ჰოსპიტალში გადაიყვანა. ძალადობაში დემონსტრანტები პოლიციელებს ადანაშაულებენ.

აქციის მონაწილე ნიკა ფარულავა ყვება, რომ აქციის მსვლელობისას რამდენიმე მსგავსი ინციდენტი მოხდა ჩიტაძის ქუჩაზე, „სადაც სპეცრაზმია დაბანაკებული“.

მისი თქმით, პირველი იყო შემთხვევა, როდესაც ძალოვანმა აქციის მონაწილეს საყურეზე მისცა შენიშვნა, „ჰო, საყურის კეთება სჯობსო“.

„ამის შემდეგ იყო პუტინზე გაკეთებული ჩვენი განცხადებები, რის შემდეგაც აქციის მონაწილეს ფიზიკურად გაუსწორდნენ და მას მოჰყვა კიდევ ორი შემთხვევა: როდესაც ძალადობას იღებდა აქციის ერთ–ერთი მონაწილე, ერთ–ერთმა ნიღბიანმა სპეცრაზმელმა ის ძირს დააგდო. ჩიტაძის ქუჩაზე ხდება ეს ყველაფერი. ვცხოვრობთ საპოლიციო რეჟიმში, როდესაც ჩაცმულობის და ვიზუალის გამო შეიძლება, იძალადონ“.

მან სამართალდამცველთა ოჯახის წევრებს მოუწოდა, „აუხსნან ეს მათ, ჩვენი არ ესმით. როდესაც უკრაინაში შეიჭრა რუსეთი, სიებით იყვნენ შესულები. პირველი მიადგნენ ვეტერანებს, მათ ოჯახებს – ვინც ამ ქვეყანას იცავდა. ვიცი, რომ ბევრი პოლიციელი ომის ვეტერანია და ამაზე დაფიქრდნენ, ისინი იცავდნენ ამ ქვეყანას“.

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აქცია, „რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება“ გაიმართა.

აქციის მონაწილები აპროსტებდნენ საქართველოს მთავრობის პოლიტიკას, რომელმაც რუსეთის ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენების განხორცილეების შესაძლებლობა მისცა და აფიქსირებენ პოზიციას რუსეთის პოლიტიკასთან მიმართებით: „არა რუსულ კანონს!“, „არა რუსულ მთავრობას!“ – სკანდირებდნენ დემონსტრანტები.

მათი აზრით, მიზანი რუსეთთან დაახლოება და დასავლეთისგან დისტანცირებაა, რისი შედეგიც იქნება დარჩენილი სუვერენიტეტის მაქსიმალური შეზღუდვა და რომ ახლა საზოგადოების განწყობების კიდევ ერთხელ მოსინჯვა მიმდინარეობს.

რუსეთთან ფრენების აღდგენის შემდეგ დღეს თბილისის აეროპორტში მოსკოვი-თბილისის რეისით ავიაკომპანია "აზიმუტის" პირველი თვითმფინავი დაეშვა. პარალელურად, აეროპორტის შესასვლელთან რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის გასაპროტესტებლად აქცია გაიმართა. აქციაზე პოლიციამ 6 ადამიანი დააკავა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S