Accentnews.ge
„ბევრი შეურაცხყოფილია, „ეს როგორ, რატომ ხდება?!“ – მერაბ სეფაშვილი აქციაზე მივიდა

„ბევრი შეურაცხყოფილია, „ეს როგორ, რატომ ხდება?!“ – მერაბ სეფაშვილი აქციაზე მივიდა

19/05/2023 18:24:10 საზოგადოება

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, „რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება“, მომღელარი მერაბ სეფაშვილი მივიდა საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად.

„ყველაზე შეურაცხმყოფელი ის არის, რომ ერთს იძახიან და მეორეს აკეთებენ. რომ იძახიან, „ჩვენ გვინდა ევროკავშირი“ და რეალური საქმე მოსდევდეს ამას, არანაირი პრობლემა არ იქნებოდა, პირიქით, გვერდში დავუდგებით. ერთს რომ აკეთებ და მეორეს იძახი, ესაა რთული. ჩვენც და ხელისუფლებამაც იცის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი არის განწყობილი ევროკავშირისკენ. ამას წინ ვერაფერი დაუდგება. შეიძლება იყოს დროებითი მოვლენები, შეიძლება, იყოს მოსინჯვა საზოგადოების...ადამიანებს შევხვდი და ბევრი შეურაცხყოფილია, „ეს როგორ ხდება?! რატომ ხდება?!“,– განაცხადა სეფაშვილმა.

ის ფიქრობს, რომ საზოგადოებამ საკუთარი პოზიცია მკაფიოდ მორიგ ჯერზე უნდა დააფიქსიროს და რომ ამ პროცესში ყველაზე საინტერესო იქნება ახალგაზრდა თაობის როლი, „ვინც მარტის მოვლენებს ედგა სათავეში“:

„ვფიქრობ, ახლაც ასე მოხდება და ჩვენც მათ გვერდით ვიქნებით. ჩვენ სიმართლის და უმრავლესობის მოხოვნის გვერდით ყოფნა გვინდა. ყველა ამბობს, რომ გვინდა ევროპა, საქმით კი რეალურად სხვა რამ ხდება. ადამიანებს მთავრობის ნდობა აქვთ დაკარგული“.

მისივე თქმით, დღეს რუსეთი ოკუპანტია, ომი აქვს გაჩაღებული უკრაინაში, „როგორ შეიძლება, რუსეთზე ლაპარაკი, არათუ გვერდში დრომა. ეს სამარცხვინოა!“.

ამასთან, ფიქრობს, რომ საქართველომ რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებით სავიზო რეჟიმი უნდა გაამკაცროს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S