ადიგენში საგზაო ინფრასტუქტურის მოწესრიგების მიზნით პროექტების განხორციელება დაიწყო

19-05-2023 20:30:47 რეგიონები ,რეკლამა

ადიგენში საგზაო ინფრასტუქტურის მოწესრიგების მიზნით პროექტების განხორციელება დაიწყო.

სოფლებში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქიმაძე, მერის მოადგილე, არსენ ბალახაშვილი და ტექნიკურ-ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელი, ანტონ გელაძე ადგილზე გაეცნენ.

➤ სოფლების წახანი - ქიქინეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის I ეტაპი აქტიურ ფაზაშია.

პროექტის ფარგლებში 1600 მეტრ მონაკვეთზე მოეწყობა ბეტონის საფარი, სანიაღვრე არხებით, ეზოში შესასვლელბით, მიერთებებითა და გვერდულებით.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჯამში 849 798 ლარი გამოიყო.

აღნიშნულ სოფლებში გზა აქამდე არ გაკეთებულა. პროექტის დასრულების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს