Accentnews.ge
TASS: რუსულ ფორუმში "კულტურათა დიალოგი" საქართველოც მონაწილეობს

TASS: რუსულ ფორუმში "კულტურათა დიალოგი" საქართველოც მონაწილეობს

19/05/2023 15:12:54 საზოგადოება

რუსული სახელისუფლებო რესურსის TASS-ის ინფორმაციით, სანქტ-პეტერბურგში მედია-ფორუმი "კულტურათა დიალოგი" იმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოც იღებს.

გამოცემა წერს, რომ ჟურნალისტები 16 ქვეყნიდან ჩავიდნენ. კონკრეტულად ვინ მონაწილეობს ღონისძიებაში საქართველოდან, უცნობია.

"ურთულესი საერთაშორისო ვითარების მიუხედავად, ფორუმი აგრძელებს იყოს საერთაშორისო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს აქ იმყოფებიან 16 ქვეყნის წარმომადგენლები. მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ძალიან კარგია, რომ "დიალოგზე" მოხვდეთ და შეძლებთ შეიქმნათ თქვენი შთაბეჭდილება რუსეთში არსებულ ვითარებაზე", - მიესალმა ფორუმში მონაწილეებს ცნობილი რუსი პროპაგანდისტი ვლადიმირ სოლოვიოვი.

TASS წერს, რომ ქვეყნებს შორის, რომლებიც წელს შეუერთდნენ ფორუმს არიან: სომხეთი, ბელარუსი, საქართველო, საბერძნეთი, ინდოეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ირანი. ღონისძიებას ასევე ესწრებიან ოკუპირებული ცხინვალიდანაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S