რუსეთი ჰააგის პროკურორს ეძებს
19/05/2023 15:01:51 მსოფლიო
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორზე კარიმ ხანზე ძებნა გამოაცხადა. ამის შესახებ „მედიაზონა“ შსს-ს სამძებრო ბაზაზე დაყრდნობით იუწყება.
ბაზაში პროკურორის ფოტოა გამოქვეყნებული და აღნიშნულია, რომ ის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით იძებნება, მაგრამ რომლით, ამის შესახებ არაფერია ნათქვამი.
მანამდე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა პუტინის დაკავების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით, „უდანაშაულო პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისა და უცხო სახელმწიფოს წარმომადგენელზე თავდასხმის მომზადების“ მუხლებით.


