
„თიბისი დაზღვევის“ ორგანიზებით HR მენეჯერებისთვის ღონისძიება - „ადამიანების მენეჯმენტი|360°“ - ჩატარდა
19/05/2023 12:11:54 ეკონომიკა, რეკლამა
18 მაისს „თიბისი დაზღვევის“ ორგანიზებით HR მენეჯერებისთვის ღონისძიება ჩატარდა სახელწოდებით „ადამიანების მენეჯმენტი | 360° “. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.
„თიბისის“ ინფორმაციით,ღონისძიებაზე მოწვეული იყო 250-მდე წამყვანი HR მენეჯერი სხვადასხვა კომპანიიდან. შეკრების მიზანი იყო HR მენეჯმენტის 360 გრადუსით განხილვა და თანამშრომლებზე ზრუნვის სხვადასხვა ხელსაწყოების მიმოხილვა.
„ სპიკერებმა - თეა რომანოვამ, თამარ თანდაშვილმა და მედეა ტაბატაძემ ისაუბრეს თემებზე, თუ რატომ არის მენტალური ჯანმრთელობა ორგანიზაციული კულტურის ქვაკუთხედი, როგორია სოციალური ბენეფიტების როლი მოტივაციასა და პროდუქტიულობაში, როგორია მონაცემებზე დამყარებული ადამიანების მენეჯმენტი და ანალიტიკა. ასევე თიბისი დაზღვევამ წარადგინა დაზღვევის ახალი პროდუქტი - "ჯანმრთელობა 360°", რომელიც კიდევ უფრო გაამარტივებს ჯანმრთელობაზე ზრუნვას.
ახალი პროდუქტი მოიცავს გაუმჯობესებულ მომსახურებებს და ისეთ უნიკალურ დაფარვებს, როგორებიცაა:
- ალტერნატიული სამედიცინო დასკვნის მოძიება
- საზღვარგარეთ მკურნალობა: ამბულატორია, ჰოსპიტალიზაცია, ორსულობა/მშობიარობა, მედიკამენტები და ონკოლოგია
- ქსოვილთა ტრანსპლანტაცია
- რეკონსტრუქციული პლასტიკური ქირურგია
- ფსიქოთერაპია ან ფსიქიატრის მომსახურება
- ენდოპროთეზები და იმპლანტები მარკისა და მოდელის მიუხედავად
- ჰომეოპათია და ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
ასევე, მრავალი სხვა უნიკალური დაფარვა, პროვაიდერთა გაზრდილი რაოდენობა თუ გამარტივებული პროცედურები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
როგორც „თიბისი დაზღვევის“ ჯანმრთელობის დაზღვევის დირექტორი, სერგო საყვარელიძე აღნიშნავს, „თიბისი დაზღვევა“ მომხმარებლებისთვის ჯანმრთელობაზე ზრუნვის გამარტივებას აგრძელებს.
„ წლევანდელი ღონისძიება ამ სახით პირველად ჩატარდა და წარმატებული აღმოჩნდა. სხვადასხვა კომპანიის HR მენეჯერებმა გააზიარეს თავიანთი ხედვები, განვიხილეთ თანამშრომლებზე ზრუნვის სხვადასხვა მიმართულებები. გვსურს ამ ღონისძიებამ რეგულარული სახე მიიღოს და ვგეგმავთ, მომავალ წელსაც ჩავატაროთ, რათა კვლავ შევძლოთ ერთმანეთის გამოცდილებების გაზიარება, ერთმანეთისგან ახალი თემების სწავლა და შედეგად ჩვენს თანამშრომლებზე ზრუნვა ახალ საფეხურზე ავიყვანოთ“, - აღნიშნავს სერგო საყვარელიძე.